146 ბავშვის ფეხსაცმელი რუსთაველის გამზირზე დააწყვეს

საქართველოს პარლამენტის წინ, რუსეთის მიერ უკრაინაში მოკლული 146 ბავშვის ხსოვნის აღსანიშნავად, 146 წყვილი ფეხსაცმელი მიიტანეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს არის სიმბოლური აქცია, რომელიც ბავშვების ხოცვის წინააღმდეგაა მიმართული.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში რუსულ აგრესიას 146 ბავშვის სიცოცხლე  ემსხვერპლა, 222 კი დაშავდა. ოკუპანტების თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად 790 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 75 მთლიანად განადგურდა.

მსგავსი თემები