არასწორი პარკირებიდან სადგომზე გადაყვანილი მანქანის გამოყვანა 150 ლარი დაგიჯდებათ

თუ ქუჩაში გაჩერებული ავტომანქანა ადგილზე არ დაგხვდათ, ესეიგი, ის არასწორი პარკირებისთვის სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს. თუ საკუთარ ავტომანქანას იმავე დღეს გამოიყვანთ, ამისთვის 150 ლარი დაგჭირდებათ, ხოლო თუ შემდეგ დღეებში, დღეში 20 ლარი დაგემატებათ.

საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შევიდა და ის 31 მარტიდან ამოქმედდება.

დღემდე, ავტოსადგომიდან მანქანის გამოყვანის საფასური 60 ლარი იყო. ყოველდღიური დგომის დანამატი კი 10 ლარი.

 

მსგავსი თემები