ვირუსით 553 პირი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  24 461 კვლევა ტესტით, გამოვლინდა ინფიცირების 553 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1021 პირი, დადებითობის მაჩვენებელი არის 2.26%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 647 796.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 021 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 623 453.

 

მსგავსი თემები