„ერთხელ შენიშვნას მოგვცემენ, მეორედაც, შემდეგ კი სანქციებს დაგვადებენ“ – „შავი ხვრელები“ საქართველოდან რუსეთის მომარაგების

მსოფლიო სანქციებში მოქცეული და დაზარალებული რუსეთი ცდილობს, ყველა შესაძლებლობა და ე.წ. შავი ხვრელები გამოიყენოს, რომ ის საჭიროებები ქვეყანაში შევიდეს, რაც მისთვის აუცილებელია. როგორც კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, საფრთხე რეალურია და ასეთ შემთხვევაში, სანქციებიც არ აგვცდება.

რევაზ ვაშაკიძე: „რისკები, რომ საქართველოდან რუსეთში გარკვეული პროდუქტები სანქციების გვერდის ავლით შევიდეს, არსებობს. „შავი ხვრელები“ რჩება. რუსეთს, ბუნებრივია, მოუნდება სანქციების დარღვევა და ამ მხრივ საქართველოს გამოყენება. ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ დამაზიანებელი იქნება. შესაძლოა, სანქციების ქვეშ ჩვენს მოვექცეთ“ – განაცხადა ბიზნესმენმა „მედიაცენტრ მთავართან.“

მორიგ კითხვას – როგორია სანქციების გვერდის ავლით რუსეთის მომარაგების სქემა, რევაზ ვაშაკიძე ასე გვპასუხობს: „მას არაერთი რამ შეუძლია გააკეთოს.  მაგალითად სჭირდება ჩიპები. შეიძენს ჩიპებს, რომელსაც ის სხვადასხვა წარმოებაში იყენებს,  ასევე, შეუძლია შეისყიდოს მანქანის ნაწილები, მოხდება მისი საქართველოში შეძენა და გაიგზავნება რუსეთში. საუბარია, სიტყვაზე, ტაილანდში ან სინგაპურში  საქართველოს მხრიდან ნაწილების შეძენაზე, რომელიც შემდეგ წავა  რუსეთში. ეს მოხდება რუსეთის დაკვეთით, მათი დაკვეთით შევიძენთ და გავგზავნით რუსეთში. ასეთია სქემა“ – განაცხადა ბიზნესმენმა „მედიაცენტრ მთავართან.“

ასეთ შემთხვევაში, როგორც ბიზნესმენი აცხადებს, საქართველო, რუსეთის მსგავსად, სანქციებს დაექვემდებარება, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

„ამ ქმედებას  სახელმწიფომ შეიძლება არც „მწვანე აუნთოს“ და არც ლურჯი,  გაატარებს ჩვეულებრივ. ასეთ შემთხვევაში, საქართველო სანქციებში მოექცევა.  ბუნებრივია, ერთი ოპერაციების გამო შესაძლოა, სანქციები და დაგვიწესონ, თუმცა, თუ რეგულარულად მოხდება,  ერთხელ შენიშვნას მოგვცემენ, მეორედ შენიშვნას მოგვცემენ და მესამედ დაგვადებენ სანქციებს. გადარიცხვებსაც დაადებენ სანქციებს და თუ რუსეთისთვის სანქციები შემაფერხებელია, საქართველოსთვისაც დამღუპველი იქნება“ – განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

 

 

მსგავსი თემები