ყველა საკითხზე, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან, უკრაინა რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

  რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებაზე ორ მთავარ საკითხზე შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს, თუმცა, შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება. უკრაინა თანხმობას აცხადებს უარი თქვას ნატოს წევრობაზე და სანაცვლოდ მიიღოს მყარი გარანტიები. კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭომ საკუთარ თავზე აიღოს უკრაინის უსაფრთხოება. დავით არახამიას განცხადებით, აღნიშნული გარანტიები დოკუმენტალურად უნდა გაფორმდეს. ასევე, რუსეთის მხრიდან, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს განსაკუთრებული სტატუსი ექნება და ამ თემაზე საუბარი კიდევ გაგრძელდება. როგორც არახამია განმარტავს, უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან განცხადება მიხეილო პოდოლიაკმაც გააკეთა, მისი თქმით, დიდი ალბათობით, მოლაპარაკება შედეგამდე მივა, თუმცა, ნებისმიერ საკითხზე, რაზეც შეთანხმდებიან, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი. … ვრცლად ყველა საკითხზე, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან, უკრაინა რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს