თბილისი პარალიზებულია, ცენტრალური გამზირები ბლოკირებულია

  თბილისის მოსახლეობამ, საწვავის მაღალი ფასის გამო  ცენტრალური ქუჩები გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა, ცენტრალური ქუჩები ზოგან მანქანებით ჩახერგეს, ზოგან კი თავად დგანან და არავის ატარებენ. საცობებში მოყვა როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ისე რიგითი მოქალაქეები რომელიც ასევე სოლიდარობას უცხადებენ აქციას. აქტივისტების მოთხოვნა უცვლელია და ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეები მოსახლეობასაც მიმართავენ, რომ გააჩერონ მანქანები, გამოვიდნენ სახლებიდან და მათ შეუერთდნენ. „ჩვენ გვინდა ერთი რამ, რომ ყველა მოქალაქემ იგრძნოს ის სიტუაცია რაც ქვეყანაშია. გააჩერონ მანქანები და გვერდში დაგვიდგნენ. საქართველოს აკლია ერთსულოვნება, მაგრამ ამას აუცილებლად მივაღწევთ, გამოვიდეს ვინმე და აიღოს ამ ვითარებაზე პასუხისმგებლობა. ძვირდება საწვავი – … ვრცლად თბილისი პარალიზებულია, ცენტრალური გამზირები ბლოკირებულია