ფინეთმა რუსეთიდან სატვირთო მატარებლების მიღება შეწყვიტა

ფინეთის რკინიგზის კომპანიამ განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსეთიდან სატვირთო მატარებლების მიღება შეწყვიტა. მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის რკინიგზის მიმართ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.

აქედან გამომდინარე, კომპანია ვალდებულია შეზღუდვების პირობები შეასრულოს. ფინეთში რუსეთიდან მიმავალი სატვირთო მატარებლების მიღება დღეს 12:00 საათიდან შეწყდა.

მსგავსი თემები