მოქალაქეები საწვავის ფასს აპროტესტებენ

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით აქციები მიმდინარეობს. ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, სადაც ათასობით აქციის მონაწილე რუსთაველის გამზირზეა შეკრებილი. მათ შორის არიან ავტომობილებისა და სამარშუტო ტაქსის მძღოლები.

ისინი მოუწოდებენ მთავრობას, გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფასები. აქტივისტები საუბრობენ საწვავის ფასების ზრდით გამოწვეულ მოსალოდნელ პრობლემებზეც.

ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი მოხმარების წყარო, რომლის საშუალებითაც ტრანსპორტირდება პროდუქტი და ხორციელდება დისტრიბუცია. შესაბამისად იმატებს პროდუქტების თვითღირებულება, რაც ფასების ზრდას იწვევს. ამიტომ ჩვენ ვაპროტესტებთ საწვავის ღირებულებას, რათა მოხდეს ყველა დანარჩენ პროდუქტზე ფასების კლება”- აღნიშნავს ერთერთი აქტივისტი.

მსგავსი თემები