“აგრესორების დასამარხი ადგილი გვაქვს” – რუსეთის თავდასხმისთვის პოლონეთიც ემზადება

პოლონეთი, რომელიც ომს გაქცეულ უკრაინელ დევნილებს იფარავს, რუსეთის თავდასხმის მოლოდინშია. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პრეზიდენტი ანჯეი დუდა და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ.

როგორც პრეზიდენტი დუდა აცხადებს, რუსეთისგან გამორიცხული არაფერია და თუ პოლონეთზე თავდასხმას გაბედავენ თავს დაიცავენ.

„ჩვენ ვართ ერი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო 100 წლის განმავლობაში თავს არავის დასხმია. ყოველთვის გვინდოდა მშვიდობიანად ცხოვრება და ასე გაგრძელება გვსურს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეიძლება, „ვინმე“ თავს დაგვესხას. თუ „ვინმეს“ სურს ჩვენზე თავდასხმა, ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. აგრესორების დასამარხი ადგილი გვაქვს“, – განუცხადა ანჯეი დუდამ ადგილობრივ მედიას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა პოლონეთის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარე უკრაინული ქალაქიც დაბომბა.

 

მსგავსი თემები