შიმშილი და პურის დეფიციტი არ გვემუქრება, თუმცა, პურს იმ ფასად ვერ ვიყიდით, როგორც დღეს

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის დეფიციტისა და საწვავზე ფასების ზრდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე პირდაპირ აისახა. ყველაფერი კატასტროფულად გაძვირდა და ამჯერად პურის ჯერიც დადგა.

ტონა ხორბლის ფასი 350-დან 500 დოლარამდე ავიდა, საბაჟო მოსაკრებლის ჩათვლით, ფქვილზე ფასი გაზრდილია. საქართველოში კი საბოლოო პროდუქტზე ცვლილებას დაახლოებით 0.20 ლარით ელოდებიან.

„შიმშილი, წყვეტილობა. პურით მომარაგების დეფიციტი არ გვემუქრება. რაც შეეხება ფასებს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო, ხორბლის ფასი 40 დოლარით გაძვირდა. 500 დოლარამდე ავიდა  ტონა ხორბლის ფასი, რაც ძალიან დიდი ციფრია. პროცესები მწვავედ დგას. თითქმის ყველაფერი გაძვირდა, წყალი გაძვირდა, ელექტროენერგია გაძვირდა, ბუნებრივი აირი გაძვირდა, შესაფუთი მასალა გაძვირდა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ყველა მიმართულებით მატებაა, რაზეც საბოლოო პროდუქტია დამოკიდებული. ძალიან რთული პროცესები მიდის მთელ მსოფლიოში. საწვავი, ენერგეტიკა, ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ფქვილი უკვე გაძვირდა“ – განუცხადა „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“  

კითხვას, ყველაფერი გათვალისწინებით, რაც გაძვირდა,  რამდენპროცენტიან ცვლილებას ველოდებით პურის ფასზე, დოლიძის პასუხი შემდეგია: „ზუსტი პასუხი გამიჭირდება, დაახლეობით საუბარია, 0.20 ლარიან ცვლილებაზე“.

 

მსგავსი თემები