ევროკავშირი უკრაინის აღსადგენად ემზადება

ომის დასრულების შემდეგ, დანგრეული და განადგურებული უკრაინის აღდგენაზე ევროკავშირი იზრუნებს. კერძოდ, ევროკავშირი  პირობას დებს, რომ სპეციალური  ფონდი შეიქმნება, რომელიც უკრაინის აღდგენას მოხმარდება.

„უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ომის შემდეგ დემოკრატიული უკრაინის აღდგენაში. ამ მიზნით, ევროკავშირი თანახმაა შექმნას ნდობის ფონდი და იწვევს საერთაშორისო პარტნიორებს მონაწილეობის მისაღებად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის ეკონომიკის პირდაპირი ზარალი 2022 წელს 62 მილიარდი დოლარს გადააჭარბებს.

 

მსგავსი თემები