ლავროვის შვილს დიდ ბრიტანეთში ვილა ჩამოართვეს

ბრიტანეთი, რუსეთის მხრიდან უკრაინაში გაჩაღებული საომარი მოქმედებებისა და ადამიანების ხოცვის გამო, სანქციებს რუსი ჩინოვნიკებისა და ოლიგარქების ოჯახის წევრებსაც უწესებს.

ერთ-ერთი, ვინც ბრიტანეთის სანქციებში მოექცა, რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილია. ლავროვის ქალიშვილს 4.4 მილიონი ფუნტის ღირებულების სახლი ჩამოართვეს.

დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ვრცელ სიას სერგეი ლავროვის ქალიშვილი  პოლინა კოვალიოვაც მიამატა. მას, ვილის გარდა,  ბინადრობის ნებართვას ჩამოართმევენ და საბანკო ანგარიშებსაც გაუყინავენ.

 

მსგავსი თემები