“შესაძლოა, ლომი არ იყოს, მაგრამ ღრიალის პრივილეგია აქვს” – ბორის ჯონსონი ზელენსკიზე

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტს ლომს და მის ფავორიტ ჩერჩილს ადარებს და აცხადებს, რომ მას ღრიალის პრივილეგია აქვს.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარი ერის შესანიშნავი ლიდერი აღმოჩნდა. გააერთიანა ერი და მის ხმად იქცა. მან იცის, როგორც ჩერჩილი ამბობდა საკუთარ თავზე, შესაძლოა, ლომი არ იყოს, მაგრამ ღრიალის პრივილეგია აქვს. უკრაინელი ხალხია ლომი და ის აჩვენებს ნებას და დაუმორჩილებლობის განცდას“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერის შეფასებით, ზელენსკი მის პოლიტიკურ კუმირს – უინსტონ ჩერჩილს ჰგავს.

ჯონსონი, ზელენსკის მეტად გასამხნევებლად,  უახლოეს დღეებში, კიევში ვიზიტს გეგმავს.

 

მსგავსი თემები