„რუსული გაზის ყიდვა იგივეა, რაც უკრაინელების ხოცვა“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს და აცხადებს, რომ გუსული გაზის ყიდვა კატასტროფაა.

„თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო პუტინის დამამცირებელი მოთხოვნის წინაშე თავს დახრის და რუსულ ნავთობსა და გაზს რუბლში შეისყიდის, ამგვარი ქმედება მხოლოდ ერთს ნიშნავს, – დასახმარებლად ერთ ხელს უკრაინას უწვდიდე, მეორე ხელით კი რუსეთს უკრაინელების ხოცვაში ეხმარებოდე. მოვუწოდებ ამ ქვეყნებს, გამოიჩინონ მაღალგონიერება და გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით მოეკიდონ“, – აცხადებს დმიტრო კულება.

 

მსგავსი თემები