ზელენსკი ბრიუსელში გამართული სამიტისგან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი, სამიტისგან, რომელიც დღეს ბრიუსელში გაიმართება, მხარდაჭერასა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

სამიტზე ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ წარმომადგენლები იქნებიან. ზელენსკის თქმით, სწორედ ამ ღონისძიებით გადაწყდება ვინ არის უკრაინის მეგობარი და ვინ მტერი.

„ყველა პოლიტიკოსებმა უნდა დაუჭიროს მხარი თავისუფლებას. მათ უნდა ხელი უნდა შეუწყონ სიცოცხლისთვის ბრძოლას. ველოდებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნატოდან, ევროკავშირიდან და „დიდი შვიდეულიდან“ – განაცხადა მან.

უკრაინის პირველმა პირმა, ქვეყნის იარაღით მომარაგების მნიშვნელობაზეც ისაუბრა,აღნიშნა, რომ ისევ მთავარ მოთხოვნად რჩება უკრაინის ცის დახურვა.

მსგავსი თემები