„რუსეთზე დამოკიდებულების ერთ დღეში ჩაკეტვა რეცესიამდე მიგვიყვანს“ – ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები უკვე ბრიუსელში არიან. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც G7 წევრი ქვეყნების ლიდერებმა უნდა იმსჯელონ, რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირებაა.

აღნიშნულ ინიციატივას ყველა მხარს უჭერს, თუმცა, ფიქრობენ, რომ ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მაგალითად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, ფიქრობს, რომ ქვეყნები რეცესიამდე არ უნდა მივიდნენ.

„ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას დაასრულებს, მაგრამ ამის ერთ დღეში გაკეთება ქვეყნებს რეცესიამდე მიიყვანს” – ასეთია ოლაფ შოლცის გზავნილი.

შოლცი შიშობს და დარწმუნებულია, რომ გერმანია ენერგო რესუსრებზე დამოკიდებულებას შეამცირებს, თუმცა, რუსულ გაზზე ერთ დღეში უარის თქმა ასობით ათას სამუშაო ადგილს საფრთხეს შეუქმნის.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იკრიბებიან. შვიდი ქვეყნის ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. ბრიუსელში უკვე ჩაფრინდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

 

მსგავსი თემები