ბრიუსელში დიდი დღეა, ლიდერები რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ

დღეს ბრიუსელში „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იკრიბებიან. შვიდი ქვეყნის ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. ბრიუსელში უკვე ჩაფრინდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ლიდერები  რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მორიგ სანქციებს განიხილავენ და ახალ პაკეტს დააანონსებებენ.  შეზღუდვები რუს ჩინოვნიკებსა და  ოლიგარქებს შეეხებათ.

შვიდეულის შეხვედრის შემდეგ კი ევროსაბჭოს საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ასევე უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელებენ. საუბარია სხვადასხვა მიმართულებით დახმარების პაკეტზე.

პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-სა და ევროპულ საბჭოს ვირტუალურად ჩაერთვება და სიტყვით გამოვა.

ბრიუსელში განსახილველი ერთ-ერთი საკითხი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება იქნება, რომელზეც ჯო ბაიდენიც ისაუბრებს. შშ-ის პრეზიდენტი  ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდება. სასაუბრო თემა კი ისევ და ისევ, უკრაინა იქნება.

მსგავსი თემები