უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლის ცხედარი საქართველოშია. გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ დასახვედრად უამრავი ადამიანი მივიდა. მოქალაქეები მებრძოლებს სანთლებითა და მუხლმოდრეკილები დახვდნენ.

მებრძოლებს აეროპორტში  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დახვდა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. მოქალაქეებმა  ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინეს. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს  დაიღუპნენ.  მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. კიდევ ერთი ქართველის ცხედარის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მსგავსი თემები