ლუგანსკის ოლქში ბავშვთა საავადმყოფო დაიბომბა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა საავადმყოფოს მიზანმიმართულად დაარტყეს.
Sky News-ის ცნობით, საავადმყოფოდან 7 ბავშვი და 15 ზრდასრულის გაყვანა მოხდა. შენობას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.