“უკრაინის ქალაქ-ქალაქ, ქუჩა-ქუჩა, სახლ-კარ დაპყრობა ვერ მოხდება“ – ანტონიო გუტიერეში

„10 მილიონზე მეტი უკრაინელი იქცა ლტოლვილად, თუმცა ომი არ წყდება. ორ კვირაზე მეტია, მარიუპოლი ალყაშია რუსეთის ძალების მიერ და იბომბება. რისთვის? მაშინაც კი თუ მარიუპოლი დაეცემა, უკრაინა ვერ იქნება დაპყრობილი ქალაქების, ქუჩების, თუ სახლების სათითაოდ დაკავებით“ – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა

ანტონიო გუტიერეშმა გაერო-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, უკრაინელი ხალხი ცხოვრობს ჯოჯოხეთში.

„ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ადრე თუ გვიან, მოგვიწევს ბრძოლის ველიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადასვლა. ეს გარდაუვალია. ისმის კითხვა, კიდევ რამდენ სიცოცხლეს შეიწირავს, რამდენ შენობას გაანადგურებს, რამდენი მარიუპოლი დაეცემა, რამდენი უკრაინელი და რუსი დაიღუპება, ვიდრე ყველა გააცნობიერებს, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. ეყოლება მხოლოდ წაგებულები“ – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი თემები