ისრაელის პრემიერი შესაძლოა კიევში ჩავიდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა მიიღო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწვევა. ბენეტი დათანხმდა შეთავაზებას იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს მოლაპარაკებებში რუსეთთან.

მან უკვე სთხოვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს კიევში ვიზიტისთვის მოემზადონ. აღნიშნულ ინფორმaციას ისრაელის მედია ავრცელებს.

”ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი წყაროების თანახმად, ზელენსკი და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები აგრძელებენ ბენეტის ვიზიტს კიევში ბოლო ათი დღის განმავლობაში, რადგან მათი აზრით, ვიზიტი ხელს შეუწყობს მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარებას”, – ნათქვამია გამოცემაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში, ისრაელის პრემიერ-მინისტრი კრემლს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ეწვია.

მსგავსი თემები