“გაბრაზებული ვარ, რომ არ აიცერით ასეთი „სისხლით ნაშოვნი“ ვაქცინით” – ამირან გამყრელიძე  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გულდაწყვეტილი და გაბრაზებულია, რომ საქართველოს 400 000 დოზა ვაქცინა უფუჭდება.

„გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით ასეთი ძვირფასი და „სისხლით ნაშოვნი“ ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა. მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრნენ. სხვა ვაქცინები – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, დაახლოებით მილიონი 600 ათასი დოზა ვაქცინა გვაქვს, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივლისამდე“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ 400 000-მდე დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას ვადა თვის ბოლოს უმთავრდება.

მსგავსი თემები