უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხი ვერ შეასრულებს რუსეთის ულტიმატუმს. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ რუსეთი უკრაინას სრულად გაანადგურებს.
„უკრაინას არ შეუძლია შეასრულოს რუსეთის ულტიმატუმი, მის შესასრულებლად აუცილებელია, უკრაინელი ხალხის სრულად გაანადგურონ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება? საჭიროა ყველას განადგურება, მაშინ მათი ულტიმატუმი ავტომატურად იქნება შესრულებული. მაგალითად, „მოგვეცით ხარკოვი, მოგვეცით მარიუპოლი, მოგვეცით კიევი“. არც ხარკოველები, არც მარიუპოლელები, არც კიეველები, არც პრეზიდენტი – ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას. ჩვენ ამას ოკუპირებულ ქალაქებშიც ვხედავთ. როდესაც რუსები შემოდიან, ხალხი არ აძლევს მათ ამ ქალაქებს. ისინი დროშებს კიდებენ, ადამიანები კი ხსნიან. მათ მოკლეს ადამიანი, ადამიანები მიიმალნენ, მაგრამ ღამით გამოვიდნენ და ისევ ჩამოხსნეს დროშა. რა გინდათ თქვენ? ჩვენი განადგურება? ჩვენ შევძლებთ ულტიმატუმის შესრულებას მხოლოდ მაშინ, როდესაც აღარ ვიქნებით“ , – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.