კრემლის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ პუტინი-ზელენსკის შეხვედრა ჯერ არ შედგება

კრემლი პოზიციებს ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი თანხმობას აცხადებდა უკრაინის პრეზიდენტს შეხვედროდა, პუტინის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ შესახვედრი არაფერია.

დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი, რუსეთ -უკრაინის მოლაპარაკებებზე.

„იმისთვის, რომ საუბარი შეეხოს პრეზიდენტების შეხვედრას, ჯერ საშინაო დავალება უნდა შესრულდეს. უნდა ჩატარდეს და შეთანხმდეს მოლაპარაკებების შედეგები. ამ ეტაპზე, რაიმე სახის არსებითი წინსვლა უზრუნველყოფილი არ არის. შესაბამისად ჯერ საუბარი პრეზიდენტების შეხვედრაზე ადრეა, უბრალოდ არაფერი ექნებათ დასაფიქსირებელი“,- აცხადებს პესკოვი.

 

მსგავსი თემები