უკრაინის ქიმიურ ქარხანაში ამიაკმა გაჟონა

უკრაინაში, „სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ამიაკმა გაჟონა. ინფორმაციას სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

დიმიტრ ჟივიცკის ინფორმაციით, გაჟონვა სადაც მოხდა, ახლოს დასახლებებია.

„ყურადღება! 21.03.2022, დილის 04.30 საათზე “სუმიხიმპრომიდან” ამიაკის გაჟონვა მოხდა!”, დაწერა მან სოციალურ ქსელში.

„ამჟამად დაზიანებული ტერიტორია დაახლოებით 2,5 კმ-ია. ქარის მიმართულება და საფრთხის ქვეშ მყოფი დასახლებები: სოფელი ნოვოსელიცა. ქარხნის საავარიო ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. სუმის საფრთხე ჯერ არ ემუქრება. (ქარის მიმართულება ქალაქისკენ არ არის მიმართული),“ – აცხადებს ჟივიცკი.

 

მსგავსი თემები