გაეროს ინფორმაციით უკრაინას 10 მილიონი ლტოლვილი ჰყავს

ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ფილიპო გრანდის ინფორმაციით, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყანაში  დაახლოებით 10 მილიონი ლტოლვილი გავიდა.    

„მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ომის მწარმოებლების პასუხისმგებლობებს შორის არის ტანჯვა, რომელიც მიაყენეს სამოქალაქო პირებს, რომლებიც იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი სახლები. უკრაინის ომი იმდენად დამანგრეველია, რომ 10 მილიონი ადამიანი გაიქცა – ან იძულებით გადაადგილებული ქვეყნის შიგნით, ან როგორც ლტოლვილები საზღვარგარეთ“, – აცხადებს კომისარი.

 

მსგავსი თემები