„ჩვენი ხალხი დახეტიალობს მსოფლიოში, ადგილს ეძებს, ისევე, როგორც თქვენ ხეტიალობდით ოდესღაც“ – ზელენსკი ებრაელებს

​ვოლოდიმერ ზელენსკიმ ისრაელის ქსენეთის წევრებს  ისრაელის წარსული შეახსენა, რომელიც დღევანდელი უკრაინის იდენტურია და აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი დრეს ისევე ეძებს თავშესაფარს, როგორც წლების წინ ებრაელი ხალხი ეძებდა.

„ჩვენი ხალხი ახლა დახეტიალობს მსოფლიოში, ეძებს თავშესაფარს, ისევე, როგორც თქვენ ოდესღაც დახეტიალობდით. ეს არის ტოტალური და გაუმართლებელი ომი. მისი მიზანია გაანადგუროს ჩვენი ერი, ჩვენი ქალაქები, ჩვენი კულტურა, ჩვენი შვილები, ეს ოი უნდა შეჩერდეს. ხალხის ხოცვა უნდა შეჩერდეს. მათ სურთ, გაანადგურონ ყველაფერი“ – მიმართა პრეზიდენტმა ებრაელ დეპუტატებს და ხალხს.

ქსენეთმა ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობა გადაუხადა საომარ მდგომარეობაში ყოფნისას მათთვის დრო რომ გამონახა.

მსგავსი თემები