თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვა, შემდეგი საქართველო და მოლდოვა იქნება – აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი

ბორის ჯონსონის განცხადებით რუსეთმა უკრაინაში არ უნდა გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ვერავინ შეაჩერებს და შემდეგი საქართველო და მოლდოვა იქნება.

„პუტინი არ გაჩერდება უკრაინაზე თუ შეჭრა მისი გზით გაგრძელდება. თავისუფლების დასასრული უკრაინაში მოასწავებს თავისუფლების ყოველგვარი იმედის გაქრობას  საქართველოსა და შემდეგ მოლდოვაში. ეს იქნება დაშინების ახალი ეტაპის დასაწყისი მთელ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე“ – აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.

 

მსგავსი თემები