უკრაინა იმ პარტიების საქმიანობას აჩერებს, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთთან

ქვეყანაში ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობა ჩერდება, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან.

„პოლიტიკოსების საქმიანობა, რომელიც დაყოფისკენ ან კოლაბორაციისკენაა მიმართული, წარუმატებელი იქნება და მკაცრ პასუხს მიიღებს. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომისა და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით, გადაწყვიტა, შეჩერდეს მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი აქტივობა ამ საომარი მდგომარეობის პერიოდში“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები