უკრაინაში კიდევ ერთი გენერალი მოკლეს

  უკრაინის ქალაქ ჩერნობაევკაში ოქკუპანტი ქვეყნის გენერალი გაანადგურეს. გენერალ ანდრეი მორდვიჩევის სიკვდილს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრო ადასტურებს. მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში 5 გენერალი დაკარგა. „ჩერნობაევკაში მეხუთე გენერალი გავანადგურეთ. ეს გენერალ-ლეიტენანტი მორდვიჩევია, ერთ-ერთი რუსული არმიის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხს აგებდა ვითარებაზე დონბასში“ – აცხადებს დენისენკო.