„ამას თუ არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას” – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ითხოვს, ევროპამ სასწრაფოდ უნდა შეამციროს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება. მისი შეფასებით, ევროკავშირის ქმედებები საკმარისი არ არის.

„საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას. მამაცი უკრაინელები ყოველდღიურად წვავენ რუსულ ტანკებს, ჩვენ კი რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის. პარლამენტმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი აზრი, რომ ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა არც ერთი წევრი სახელმწიფო არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე“,- აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები