უკრაინაში დაღუპულია 109 ბავშვი, დაშავებულია 130-ზე მეტი    

რუსეთის კარების უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების შედეგად, უკრაინაში 109 ბავშვი დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, არსებული ციფრები გაცილებით დიდია.

„დაბომბვისა და ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა 439-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, მათგან 63 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტი დაზიანდა დონეცკში – 126, ხარკოვში – 77, ნიკოლაევში – 39, სუმიში – 32, კიევში – 41, ხერსონის რაიონი კი – 21″, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, რუსეთი ყოველდღიურად სულ მცირე 5 უკრაინელ ბავშვს კლავს.

 

მსგავსი თემები