“ჩვენ არ გვჭირდება 13 000 გარდაცვლლი რუსი ჯარისკაცი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის  პრეზიდენტი რუს დედებს მიმართავს, გადაამოწმონ, სად იმყოფებიან მათი შვილები, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, წვევამდელების დედებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან, რომ მათი შვილები გარდაიცვალნენ, არადა, ისინი ტყვეები არიან.

„ტყვედ ჩავარდნილ რუს სამხედროებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთში დაბრუნებაზე. ბევრი მათგანი რუსეთში არც კი ახსოვთ, არც კი ცდილობენ მათ წაყვანას. ზოგიერთი მათგანის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება ოჯახებმა უკვე მიიღეს, თუმცა ისინი ჩვენს ტყვეობაში არიან და ცოცხლები არიან. ყველა დედამ, რომელმაც იცის, რომ შვილი გაგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში, უნდა შეამოწმოს, სად არის მისი შვილი. განსაკუთრებით, ისინი, ვინც ვერ დაუკავშირდნენ თავიანთ შვილებს, უთხრეს, რომ მათი შვილები დაიღუპნენ. არ ვგეგმავდით ათასობით ტყვის აყვანა. ჩვენ არ გვჭირდება 13 ათასი დაღუპული რუსი ჯარისკაცი. ჩვენ გვინდა, გიყვარდეთ თქვენი შვილები იმაზე მეტად, ვიდრე თქვენი ხელისუფლების გეშინიათ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები