თურქეთის საგარეო მინისტრი უკრაინაშია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში იმყოფება. როგორს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, ეს ნიშნავს მხარდაჭერას და მეგობრობას, რომელსაც უკრაინა თურქეთისგან ყოველთვის გრძნობს.

,,ჩემი თურქი კოლეგა და მეგობარი, მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაში მივიღე. თურქეთის სოლიდარობა ურყევი რჩება. მადლობელი ვართ, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც თურქეთის დიპლომატიური მცდელობისთვის, რათა რუსეთის დამანგრეველ ომს, უკრაინის წინააღმდეგ, ბოლო მოეღოს”, – წერს კულება სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა ყველანი უკრაiნაში ჩასულიყვნენ.

 

მსგავსი თემები