ოკუპანტი რუსეთი ისევ იმუქრება. ამჯერად, მუქარა ამერიკას და „არამეგობარი“ ევროპის მისამართით ისმის,
„რუსეთს საკმარისი ძალაუფლება აქვს, რომ თავხედ, არამეგობარ ქვეყნებს თავისი ადგილი მიუჩინოს“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
მისი თქმით, ევროპას ძლიერი რუსეთი აშინებს, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა ევროპის დახმარების გარეშეც შეუძლია.