2021 წელს დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 2 „კანონიერი ქურდი“, 22 ძებნილი პირი და 136 კიბერდამნაშავე

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტულად რჩება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

„გასულ წელს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2 კანონიერი ქურდი. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულ ია 75 პირი. დაკავებულ იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი 22 პირი და ამოღებულია ინტერპოლის არხებით ძებნილი 53 ავტომობილი. 2021 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების უშუალო მონაწილეობით, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ჩატარდა 12 ერთობლივი ღონისძიება, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, დაკავებულ იქნა სხვადასხვა დანაშაულში მონაწილე 92 პირი და 4 კანონიერი ქურდი; კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 136 კიბერდამნაშავე“ – – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები