მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციები იგეგმება

თბილისის საქალაქო სასამართლოში  მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულმა პრეზიდენტმა დარბაზში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„მომივიდა ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურიდან და მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსასმსახურიდან, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. საუბარია გეგმაზე, რომლის თანახმადაც იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს პროვოკაცია დაბრალდება  ოპოზიციურ ჯგუფებს, რუსეთის მთავრობა საქართველოს მთავრობას მოსთხოვს დაუყონებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველს მთავრობა მზად იქნება გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან, საქართველოს პატრიარქის მოწოდების მიხედვით, 12:00 საათზე, სასამართლო დარბაზში სანთელი აანთო და უკრაინის გადასარჩენად ყველას ლოცვისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები