„პრეზიდენტმა ბაიდენმა ვეტო დაადო უკრაინისთვის „მიგ“-ების გადაცემას“ – სენატის წევრი

სენატის წევრები პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდებენ, მეტი დახმარება გამოიჩინოს უკრაინის მიმართულებით და ეს განსაკუთრებით სამხედრო აღჭურვილობას ეხება. როგორც რესპუბლიკელი ტედ კრუზი აცხადებს, ბაიდენმა „მიგ“-ების გადაცემის თანხმობა უნდა გასცეს.

„შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველჰყოს მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. უკრაინას უნდა გადავცეთ სტინგერები, ჯაველინები, დრონები და მოიერიშე თვითმფრინავები. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, თვითმფრინავები მას ყველაზე მეტად სჭირდება. პოლონეთმა უკრაინას შესთავაზა „მიგ“-ები, რომლის მართვაც უკრაინელ პილოტებს შეუძლიათ, თუმცა, პრეზიდენტმა ბაიდენმა ვეტო დაადო მათ გადაცემას. პრეზიდენტმა მათი გადაცემის ნებართვა დღესვე უნდა გასცეს“ – განაცხადა სენატის წევრმა ტედ კრუზმა.

მსგავსი თემები