ვირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 111, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 50, გურია – 42, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 53, კახეთი – 88, მცხეთა-მთიანეთი – 25, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

 

 

მსგავსი თემები