„ნატო ვერ ჩამოაგდებს რუსულ თვითმფრინავებს, ეს მესამე მსოფლიო ომი იქნება“ – თეთრი სახლი  

თეთრ სახლში, პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნას იარაღით მომარაგებასა და უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით  ლოგიკურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ზელენსკის ადგილას თავადაც იგივეს მოითხოვდნენ.

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, თეთრი სახლი გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით იღებს და ამერიკა რუსეთის თვითმფრინავებს ვერ ჩამოაგდებს.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი რეზიდენციის კერძო ბილბლიოთეკიდან უყურა პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას. ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს უკრაინელებთან. ამ თვალსაზრისით რაც ზელენსკიმ თქვა ან მოითხოვა, არაფერი ყოფილა მოულოდნელი. ჩვენ რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვიყოთ, ჩვენც მოვითხოვდით ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რადგან ის უყურებს თავის ქვეყანას და ხალხს, რომელსაც თავს სასტიკად ესხმის პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის ჯარი.  პრეზიდენტი ბაიდენი გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პრიზმიდან იღებს. როგორც აქამდე გვითქვამს, ეს მოითხოვს ჩვენგან პოტენციურად რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას, რაც იგივეა ნატომ ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული მესამე მსოფლიო ომში შესვლით,” – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

 

მსგავსი თემები