„იარაღი და სანქციები, დანარჩენს უკრაინა გააკეთებს“, – დმიტრო კულება

უკრაინული მხარე იარაღისა და საბრძოლო მასალის საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სხვას თავად მიხედავენ. იარაღი და სანქციები ის ორი კომპონენტია, რაც რუსეთს აიძულებს, უკან დაიხიოს. ასეთია უკრაინის საგარეო მინისტრის განცხადება.

„არის მთელი რიგი ფაქტორები, რომელიც განასხვავებს რუსეთის პოზიციას მოლაპარაკებებში, პირველი არის უკრაინის არმიისა და უკრაინელი ხალხის სასტიკი წინააღმდეგობა ადგილზე; მეორე –  სანქციები, რომლებიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ. სანქციები, რომლებიც იწვევს რუსეთის ეკონომიკის დასუსტებასა და დაზარალებას. ამ პირობებში, რუსეთის პოზიციის ყოველი ცვლილება კონსტრუქციულია. მე ვიცი ორი რამ: თუ უკრაინა მიიღებს საკმარის იარაღს თავის დასაცავად, თუ სანქციების ზეწოლა გაგრძელდება, მაშინ რუსეთი სერიოზულ დათმობებზე წავა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია იარაღი და სანქციები, დანარჩენს უკრაინა გააკეთებს“, – აცხადებს დმიტრო კულება.

 

მსგავსი თემები