„დავეხმარებით უკრაინას, რომ მისი საჰაერო სივრცე დაცული იყოს“ – ჯო ბაიდენი

ამ წუთებში, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში საგანგებო განცხადებას აკეთებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამერიკა დაეხმარება უკრაინას, რომ  მისი საჰაერო სივრცე იყოს დაცული.

„უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ძალიან დიდი სიმამაცე. პუტინმა დაბომბა სახლები, სკოლები, კლინიკები. რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ექიმები, პაციენტები ეს ტრაგედიაა მსოფლიოსთვის. მთელი მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის გვერდით და რუსეთი გადაიხდის ამ საფასურს. ჩვენ ვანადგურებთ პუტინის ეკონომიკას და ეს სანქციები დროდადრო დამძიმდება.

უკრაინელი ხალხი არასდროს იქნება პუტინის მსხვერპლი. მეტი დახმარება, მეტი იარაღი უკრაინას, მეტი დახმარება უკრაინელ ჯარისკაცებს. ჩვენ ვამარაგებთ უკრაინას უსაფრთხოების სისტემებით, იარაღით, ტყვიამფრქვევებით. 350 მილიონი დოლარი გამოვყავით დამატებითი დახმარების სახით; დამატებით კიდევ 200 მილიონი დოლარი გამოვყავით უკრაინის იარაღით დასახმარებლად. ასევე, 800 მილიონის სამხედრო დახმარება, სამხედრო აღჭურვილობა. ეს ახალი პაკეტი უპრეცენდენტოა უკრაინისთვის, დავეხმარებით უკრაინას რომ მისი საჰაერო სივრცე იყო დაცული“ – აცხადებს ჯო ბაიდენი.

მსგავსი თემები