„მათ რუსი ხალხი გადმოაფურთხებს, როგორც პირში შემთხვევით შეფრენილ ბუზს”-  პუტინი ისევ იმუქრება

კონგრესში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვის პარალელურად, კრემლში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტიც გამოჩნდა. მან მედიასთან „მეხუთე კოლონა“ ახსენა და დაიმუქრა, რომ რუსი ხალხი ყველას „გადმოაფურთხებს“ ვინც ამას იმსახურებს.

მან აქცენტი იმ ადამიანებზე გააკეთა, ვინც მენტალურად უკრაინის მხარესაა, თუმცა, რუსეთში სიმდიდრეს ვერ თმობს.

„ისინი შეეცდებიან ფსონი დადონ მეხუთე კოლონაზე, იმ გამყიდველებზე, რომელებიც ფულს შოულობენ აქ და ცხოვრებენ იქ. გეოგრაფიულ მდგომარეობას კი არ ვგულისხმობ, არამედ მათ მონურ აზროვნებას. არ განვსჯი მათ, ვისაც აქვს ვილა მაიამიზე ან საფრანგეთის რივიერაზე;  არც მათ, ვისაც არ შეუძლია ცხოვრება ფუაგრას, კიბორჩხალას ან გენდერული თავისუფლების გარეშე. პრობლემა ამაში არ არის. პრობლემაა, რომ ბევრი ადამიანი მენტალურად არის მათთან და არა ჩვენს ხალხთან ერთად. ეს ადამიანები გაყიდიან მშობელ დედას, ოღონდ დასვან მისაღებში ამ ელიტასთან. დასავლეთი ცდილობს, გახლიჩოს ჩვენი საზოგადოება, სპეკულირებენ სამხედრო დანაკარგებზე და ეკონომიკურ სანქციბზე და რუსეთის ნგრევაზე, მაგრამ რუსი ხალხი შეძლებს განასხვავოს პატრიოტები და მოღალტეები. მათ რუსი ხალხი გადმოაფურთხებს, როგორც პირში შემთხვევით შეფრენილ ბუზს”- განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა პუტინმა.

 

მსგავსი თემები