„ჩემი ასაკი იქ გაჩერდა, სადაც 100-მდე მეტი ბავშვის გულმა ფეთქვა გააჩერა, მეტისმეტს ვითხოვთ?“ – ზელენსკი კონკრესს მიმართავს

„თქვენ დიდებული ერის ლიდერი ხართ, გისურვებთ, რომ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, მსოფლიოს ლიდერობა მშვიდობის ლიდერობაა” –  ასე მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონგრესს და კონკრეტულად ჯო ბაიდენს და უკრაინის ცის ჩაკეტვა კიდევ ერთხელ მოსთხოვა.

„თითქმის 45 წლის ვარ. ჩემი ასაკი იქ გაჩერდა, სადაც 100-მდე მეტი ბავშვის გულმა ფეთქვა გააჩერა“ – მიმართა პრეზიდენტმა კონგრესს.

მისი თქმით, უკრაინას აქვს საჭიროება, დაიცვას უკრაინის ცა.

„მე მაქვს საჭიროება – მე უნდა დავიცვა ჩვენი ცა. მეტისმეტს ვითხოვთ? თუ ასეა, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას. თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ. მას კონგრესი ფეხზე წამოუდგა.

„სიცოცხლის აზრს ვერ ვხედავ, თუ ეს სიკვდილი არ შეჩერდება“ – პრეზიდენტი ზელენსკი

მსგავსი თემები