თურქეთის საგარეო მინისტრი მოსკოვში ლავროვს ხვდება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მოსკოვში ჩავიდა. მისი მასპინძელი რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვია. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, შეხვედრა მოსკოვში რთულ დროს იმართება, თუმცა, დიპლომატია მნიშვნელოვანია.

ჩავუშოღლუ უკრაინაში ომს კრიზისს უწოდებს და აცხადებს, რომ   ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მის დასაძლევად.

„აუცილებელია  ყველაფრის გაკეთება, რომ უკრაინის კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას“ – აღნიშნა მან

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის უკან, თურქეთმა უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრებს უმასპინძლა.

 

მსგავსი თემები