ლავროვის განცხადებით, აშშ „კონფლიქტის“ მოგვარებით არ არის დაინტერესებული

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინასთან ომს კონფლიქტს უწოდებს და აცხადებს, რომ აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული არ არის დაინტერესებული ეს კონფლიქტი მოგვარდეს.

„რუსეთი ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ შეერთებული შტატები მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულია. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ვხელმძღვანელობ ჩვენი მომლაპარაკებლების მიერ მოწოდებული შეფასებებით. ისინი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიდის გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მაინც არის გარკვეული იმედი კომპრომისზე”, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლავროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგი რამდენჯერმე საჯაროდ გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ გამოსვლებში.

მოსახლეობის ევაკუაციის ნაწილში ლავროვი უკრაინას ადანაშაულებს და ამბობს, რომ უკრაინა მათ ხელს უშლის.

ოკუპანტებმა მძევლად ექიმები და პაციენტები აიყვანეს

 

მსგავსი თემები