რუსეთმა სანქციები ჯო ბაიდენის გარდაცვლილ მამას დაუწესა

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გარდაცვლილი მამა რუსეთის ტერიტორიაზე ვერ შევა, რადგანაც ის ოკუპანტმა ქვეყანამ შავ სიაში შეიყვანა.

კრემლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას თეთრ სახლში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მამა სასუფეველში განისვენებს.

“არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ჩვენგანი არ გეგმავს ტურისტულ მოგზაურობებს რუსეთში, არცერთ ჩვენგანს არ გვაქვს საბანკო ანგარიშები, რომლებზეც წვდომა არ შეგვეძლება. ასე რომ, ჩვენ წინ წავალთ. რაც შეეხება სანქციებში მოქცეულ ჯო ბაიდენს,  პრეზიდენტი ბაიდენი არის „უმცროსი“ და სანქციები მათ  დაუწესეს მამამისს, რომელიც მშვიდად განისვენებს” – განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ.

შეგახსენებთ, რომ კრემლის განცხადებით, ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესეს და ის რუსეთის ტერიტორიაზე ვერ შევა.

მსგავსი თემები