უკრაინულ-რუსული სამშვიდობო მოლაპარაკება დღესაც გაგრძელდება

სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები ვირტუალურ რეჟიმში დღესაც შეიკრიბებიან. როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს,  კომპრომისებისთვის ადგილი ჯერ კიდევ რჩება.

„ძალიან რთული მოლაპარაკებების პროცესია. არსებობს ფუნდამენტური წინააღმდეგობები, მაგრამ კომპრომისისთვის ადგილი რჩება.  შესვენების დროს მუშაობა ქვეჯგუფებშიც გაგრძელდება” – აცხადებს პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები