კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, ოკუპანტებმა 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. მაღალსართულიან სახლს ჭურვი დაეცა და ჩამოინგრა. დაზიანდა მის გვერდით მდებარე 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლიც.
არიან დაშავებულები. ნანგრევებიდან მაშველებს მაცხოვრებლები ამოჰყავთ.