აშშ ითხოვს, რომ პუტინი გასამართლდეს როგორც ომის დამნაშავე

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ევროპაში, კერძოდ კი, ბრიუსელში ჩავა, სადაც ის ნატოს ლიდერებს შეხვდება და ევროკავშირის სამიტს დაესწრება. მთავარი განსახილველი თემა კი რუსეთ-უკრაინის ომი იქნება.

მანამდე კი, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს.

„ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, – აცხადებს სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერი.

რეზოლუცია ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაული.

 

მსგავსი თემები